FF FF რეფლექსიები ~ დარისპანის გასაჭირი

რეფლექსიები

                          ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის რეფლექსია
            ელექტრონული სასწავლო ციფრული ობიექტის სათაურია დარისპანის გასაჭირი( ელ. მისამართია darispani9. blogspot.com).
             ბლოგის შექმნის იდეა გაჩნდა საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობის დროს. პროექტის სახელწოდებაა: დ.კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ და 21-ე საუკუნე“, (პროექტის ხელმძღვანელები: სსიპ გორის მე-9 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა ჯავახიშვილი და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნათია მაკრახიძე).
პროექტზე მუშაობის ორი თვე, ძალიან საინტერესოდ და შედეგიანად წარიმართა , რამაც ინტერესი გაუღვიძა მოსწავლეებს , თავი მოეყარათ ყველა მასალისათვის, შექმნილი რესურსებისათვის და განეთავსებინათ  ბლოგზე, რასაც პროექტის  ხელმძღვანელებმაც დავუჭირეთ მხარი და გადავწყვიტეთ შექმნილიყო ელექტრონული რესურსი-პროექტის ბლოგი.
პროექტზე მუშაობა ბევრად ეფექტური გახდა მას შემდეგ ,რაც მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ციფრული რესურსის შექმნა. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის მიზნები და  მისაღწევი შედეგიც შესაბამისობაში მოვიდა   ესგ-ის მიხედვით  მოცემულ შემდეგთან მიმართებაში, კერძოდ:
ს.გVIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოვებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.
·         გადმოსცემს გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს, შთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში;
·         იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისთვის;
·         იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს ხასიათის გადმოსაცემად;
ს.გVIII.5 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაოები
·         კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·         განსაზღვრავს იმ მოქმედებებს , რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
·         კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს;
ს.გVIII.6 მოსწავლეს სეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
·         მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
·         ანაწილებს გუნდში სამუშაოს /ფუნქციებს/ მოვალეობებს;
·         ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს ( პოტენციალს);
·         ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში;
·         ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას;
ს.გVIII. 9 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·         განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
·         აწყობს გამოფენას;
·         მონაწილეობს სპექტაკლის დადგმაში;
·         აწყობს შეხვედრებს ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან; 
      ს.გVIII. 13 მოსწავლე იკვლევს , რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
·         მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან ან მის კონკრეტულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით და მსჯელობს, რა გავლენა იქონია საზოგადოების ცხოვრებაზე;
 მოსწავლეთა ინტერესი, შეექმნათ ელექტრონული ციფრული რესურსი, გაჩნდა პროექტზე მუშაობის პროცესში. შეარჩიეს ბლოგის მისამართი , შექმნეს  ბლოგის დიზაინი, განათავსეს სხვადასხვა გვერდები და ამ გვერდებზე ატვირტეს მათ მიერ შექმნილი პრეზენტაციები , ვიდეო და ფოტო მასალა. მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით და მონდომებით ეკიდებოდნენ დაწყებულ საქმეს, რა თქმა უნდა ამ პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართულნი პროექტის ხელმძღვანელებიც . მე-5, მე-6 კლასში მიღებული ისტ-ის ცოდნა ძალიან დაეხმარა მოსწავლეებს შეესრულებინათ ბლოგზე სხვადასხვა სამუშაოები.  იყო გაურკვეველი დეტალებიც, რომლის გარკვევაშიც მოსწავლეებს ეხმარებოდა ისტ-ის პედაგოგი ხათუნა ტაბიძე.   მოსწავლეების ინიციატივით  მათი შრომის წარმოსაჩენად და წასახალისებლად გადავწყვიტეთ, თავი მოგვეყარა მთელი ამ მასალისათვის და შეგვექმნა ბლოგი, რომელზეც განთავსდა პროექტზე მუშაობის პროცესის ამსახველი მასალები.რამაც მუშაობის პროცესი სახალისო და საინტერესო გახადა.
  ბლოგის შექმნამ აღნიშნული პროექტი სრულყოფაში მოიყვანა , ხოლო ორთვიანი მუშაობა, მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა და მიღწეული შედეგი ხელმისაწვდომი   გახადა ინტერნეტ სივრცისათვის.   ასევე დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა სწავლების პროცესზე, გახადა უფრო ეფექტური და საინტერესო.  არ დარღვეულა ეთიკის ნორმები და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები.
             ციფრული რესურსის შექმნით მიღწეული შედეგები თვალსაჩინოა:
1. შეიქმნა დადებითი ემოციური ფონი, მოსწავლეები ხალისით ამზადებდნენ პრეზენტაციას (ახარისხებდნენმოძიებულ მასალას და მუშაობდნენ  საპრეზენტაციო პროგრამაში, ითვალისწინებდნენ დროის ფაქტორს)
   2.გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ინდივიდუალურობა, პროექტზე მუშაობა გახდა უფრო ა                ხალისიანი და საინტერესო.
3. პრეზენტაციის მომზადებისას ისინი გადიოდნენ რეპეტიციას ოჯახის წევრების ან თუნდაც სარკის წინ, ინიშნავდნენ დროს, ვარჯიშობდნენ მახვილის, ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში.
4. პრეზენტაციისას საინტერესოდ გადასცემდნენ სათქმელს და მუდმივად ინარჩუნებდნენ აუდიტორიის ყურადღებას (რაზეც პრეზენტატორისთვის დასმული კითხვებიც მეტყველებდა).
5. შერჩეული დავალებები უფრო ხარისხიანად შეასრულეს.
6. ბლოგმა, როგორც ინტერაქტიულმა საგანმანათლებლო რესურსმა, პროექტიც ინტერაქტიული გახადა, გაააქტიურა მოსწავლეები და მაქსიმალურად ჩართო ისინი მიზნის მისაღწევ პროცესში. აქცენტმა გადაინაცვლა უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და  გახდა მოსწავლეზე ორიენტირებული.
7.ხელი შეუწყო გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, მოსწავლეებმა გააცნობიერეს საკუთარი შესაძლებლობები და საჭიროებები.
8.შეიქმნა კონკურენტული და ამავე დროს თანამშრომლობითი გარემო, აქცენტმა გადაინაცვლა  დამოკიდებულებების გამომუშავებაზე.
ბლოგზე მუშაობა კი პროექტის ხელმძღვანელებს დაგვეხმარა ბავშვის შეცნობაში, ცოდნისა და უნარების უკეთ შეფასებაში. ამაღლდა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურა. გაღრმავდა საგანთშორისი კავშირი.



სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი- ნათია მაკრახიძე




პროექტის დასახელება - დ.კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ და 21-ე საუკუნე
                                     (სასწავლო პროექტი)
                                რეფლექსია
მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის პროექტებით სწავლება საუკეთესო საშუალებაა. პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს. მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა, რაც აამაღლებს სწავლა-სწავლების ხარისხს. დავალებები შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი, ინდივიდუალური, ჯგუფური, მოამზადონ ერთობლივი პრეზენტაციები, მოიძიონ ინფორმაცია და დაამუშაონ თემები.
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა ინიციატივა პროექტის მონაწილე თითოეული მოსწავლისგან ან ჯგუფისგან მოდის და არ არის ძალდატანებითი და სავალდებულო.
პროექტებით სწავლება განსაკუთრებით სახალისოა და შედეგიანი მათთვის, ვისაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება. ალბათ, სწორედ ამიტომ გამოიჩინეს ინიციატივა და პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად დაგეგმეს მე-8 კლასის მოსწვლეებმა (მე-7 კლასში მათ შექმნილი აქვთ ,,მკითხველის თეატრი“ რევაზ ინანიშვილის  ,,ტყის შვილები“) პროექტი დ.კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ და 21-ე საუკუნე, ხალისით იმუშავეს და სპექტაკლით დააგვირგვინეს.
თავდაპირველად მოსწავლეები სურვილისამებრ დაჯგუფდნენ და დავალებებიც თავიანთი ინტერესების მიხედვით გადაინაწილეს. სურვილის მიხედვით არჩევანის გაკეთება მოსწავლეს დაეხმარა, განესაზღვრა, თუ რა შეეძლო, არჩეულმა დავალებამ კი გაზარდა მისი მოტივაცია და პასუხისმგებლობა, რაც წარმატების საუკეთესო საშუალება გახდა.
I ჯგუფის წევრებმა დაამზადეს მოსაწვევები, აფიშა, რეკვიზიტები და ბუკლეტი; რამაც მათ  აუმაღლა დამოუკიდებლად ძიებისა და კომუნიკაციის უნარი, გაზარდა მოტივაცია და ისტ-ის ფლობის დონე. II ჯგუფმა შექმნა ფოკუს-ჯგუფი და გიორგი ერისთავის გორის სახელმწიფო თეატრის მსახიობებთან ინტერვიუს საშუალებით მოიძია ინფორმაცია დ.კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირის“ რეკვიზიტების, აფიშის, შემსრულებელი მსახიობებისა და გორის თეატრში პიესის დადგმის პერიოდიზაციის შესახებ. ინტერვიუსთვის საკვანძო კითხვარი თავად შეადგინეს, შეაჯამეს გაწეული სამუშაო, გააანალიზეს შესრულებული სამუშაოს ხარისხი, აღმოაჩინეს ხარვეზები და იზრუნეს მათ აღმოფხვრაზე.  ამ შემთხვევაში მოსწავლეებს განუვითარდათ სოციალური, პრობლემის გადაჭრისა და საკომუნიკაციო უნარები.  III ჯგუფის წევრებმა იმუშავეს დავით კლდიაშვილის ბიოგრაფიაზე, მოიძიეს და გამოიყენეს შესაბამისი ლიტერატურა, დაახარისხეს,   მოამზადეს ფოტო და ვიდეომასალა და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. განუვითარდათ კვლევის უნარი, შემოქმედებითობა და კრიტიკულ აზროვნება. IV ჯგუფმა იზრუნა პერსონაჟთა შესაფერისი კოსტიუმების შექმნასა და მოძიებაზე.  ამ შემთხვევაშიც მოსწავლეს განუვითარდა სოციალური, საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარები. V ჯგუფმა იმუშავა თემაზე „საქართველოს სოციალური და ისტორიული ყოფა პიესაში ,,დარისპანის გასაჭირი“. მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით მოამზადეს პრეზენტაცია. მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა შემოქმედებითობის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და წერის კულტურა. გაიზარდა ისტ-ის ფლობის დონე.
პროექტის მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია დაახარისხეს, რის შემდეგაც მათ მოამზადეს პრეზენტაციები power-point-ის გამოყენებით. პრეზენტაციების შესაბამისად   მოამზადეს  მცირე თემები და  საინფორმაციო ბუკლეტი.
პროექტის დასკვნითი ნაწილი იყო სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“, რომელიც დაიდგა სსიპ გორის N9 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 2014 წლის 25 დეკემბერს.  მონაწილეობა მიიღო VIII-2 კლასის ოცდაექვსმა მოსწავლემ. სპექტაკლის მსვლელობისას  გაავრცელეს ბუკლეტები.
სპექტაკლს დაესწრნენ: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და დაინტერესებული პირები.
შეიქმნა ელექტრონული რესურსი-პროექტის ბლოგი, რომელშიც განთავსდა შესრულებული აქტივობები.
მუშაობის პროცესს გარკვეულად ხელს უშლიდა თავისუფალი დროის სიმცირე. მოსწავლეებს უჭირდათ ჯგუფებად შეკრება და ინფორმაციის გაცვლა, ერთად მუშაობა პრეზენტაციებზე, სრულყოფილად დასწრება რეპეტიციებზე, მაგრამ მოტივაციამ და მონდომებამ პროექტს წარმატება მოუტანა.
თუმცა, ვფიქრობ, სპექტაკლი იმსახურებდა უფრო ფართო აუდიტორიასა და გამოხმაურებას.
მოსწავლეებმა მიაღწიეს  დასახულ მიზნებს და იმ შედეგებს, რომლებსაც პროექტის ხელმძღვანელები ველოდით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის შედეგადაც მოსწავლეს მრავალმხრივი უნარები უვითარდება, სწავლობს პრობლემის გადაჭრის გზებს, აქტიურადაა ჩართული პროცესში და მზადაა, მიღებული ცოდნა ცხოვრებაშიც გამოიყენოს.


სსიპ გორის მე-9 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი: ხათუნა ჯავახიშვილი

 პროექტის დასახელება - დ. კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ და 21-ე საუკუნე
                                                         ( სასწავლო პროექტი)
                                                             რეფლექსია
      პროექტით სწავლება 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სფეროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს განუვითარდეთ სხვადასხვა სააზროვნო უნარჩვევები, როგორიცაა: სოციალური, ჯგუფური და ინდივიდუალური  მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედეთებითობა, პრაქტიკული კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია. ამით ხდება მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროცესში და ბევრად ამაღლებს სწავლა-სწავლების ხარისხს. მოსწავლეებს შეუძიათ დაგეგმონ მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დავალებები, მოამზადონ პრეზენტაციები, დაამუშაონ თემები და მოიძიონ ინფორმაცია.
    პროექტით სწავლების დროს გარდა იმისა, რომ მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფებთან, მას აქტიური შეხება აქვს პროექტის ავტორთან-მასწავლებელთან, რაც ხელს უწყობს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის გაღრმავებას.
   პროექტის  „დარისპანის გასაჭირი“ და „21-ე საუკუნე“  შექმნის იდეა წამოვიდა პროექტის ხელმძღვანელებისა და მე-82 კლასის მოსწავლეებისგან. დაიგეგმა და განხორციელდა  შექმნილიყო მკითხველის თეატრი, რომელიც დასრულდა სპექტაკლის დადგმით.
    25 ოქტომბრიდან დაიწყო სახალისო სამუშაო, სადაც მთელი კლასი აქტიურად იყო ჩართული. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება სურვილისამებრ დაჯგუფებულიყვნენ და დავალებები საკუთარი ინტერესების მიხედვით შეერჩიათ, რითიც განსაზღვრეს რისი გაკეთება შეეძლოთ, რამაც მათში გაზარდა მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა.
პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები:
I ჯგუფის მოსწავლეებმა შექმნეს და მოიძიეს აფიშა, ბუკლეტი და რეკვიზიტები, რამაც მათ აუმაღლა დამოუკიდებლად ძიების, კომუნიკაციის და ინტერპრეტაციის უნარი, გაეზარდათ მოტივაცია შეექმნათ საუკეთესო პროდუქტი.
II  ჯგუფის წევრებმა შექმნეს ფოკუს-ჯგუფი, რომლებმაც გიორგი ერისთავის გორის სახელმწიფო თეატრის მსახიობთან, კახა ბერიძესთან, ჩაწერეს ინტერვიუ, დაათვალიერეს თეატრის გარდერობი, არქივში მოიძიეს სპექტაკლის „დარისპანის გასაჭირის“ აფიშა, დაადგინეს სპექტაკლის დადგმის პერიოდიზაცია. აღნიშნული სამუშაოს შესრულებისას მათ განუვითარდათ : სოციალური, საკომუნიკაციო უნარჩვევები.
III  ჯგუფის წევრებმა იმუშავეს დავით კლდიაშვილის ბიოგრაფიაზე, მოიძიეს სხვადასხვა ინფორმაცია მის შემოქმედებაზე, დაახარისხეს და მოამზადეს სხვადასხვა ვიდეო და ფოტო მასალა, ააწყეს პრეზენტაცია. ამ სამუშაოს შესრულებისას მათ განუვითარდათ კვლევის უნარი, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და ისტის გამოყენების ფლობა.
IV ჯგუფმა შექმა და მოიძია პერსონაჟების კოსტიუმები და სცენის დეკორაციები, რითაც მათ განუვითარდათ შემოქმედებითობისა და პრაქტიუკული უნარეჩვევები.
V  ჯგუფმა შექმნა პრეზენტაცია თემაზე „საქართველოს ისტორიული და სოციალური ყოფა პიესაში დარისპანის გასაჭირი“. აღნიშნული მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითობის, დამოუკიდებელი აზროვნების, წერის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფლობის დონე.
  პროექტის მომზადების პერიოდში აქტიურად მიდიოდა მოსწავლეებსი მეტყველების კულტურის, გამომეტყველებითი კითხვის დახვეწაზე. ყველა ჯგუფმა თავი მოუყარა მოძიებლულ ინფორმაციას, დაახარისხა, შექმნა პრეზენტაცია და 18 დეკემბერს პრეზენტაცია და მკითხველის თეატრი წარუდგინა სკოლის დირექციას და კათედრის წევრებს.
 მოახლოვდა პროექტის დასკვნითი ნაწილი, რომელიც გულისხმობდა სპექტაკლს „დარისპანის გასაჭირი“. 2014 წლის 25 დეკემბერს სსიპ გორის მე-9 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში  მოწვეულ სტუმრებს სააქტო დარბაზის ფოიეში დახვდათ სპექტაკლის აფიშა და მანეკენების სახით გაცოცხლებული პერსონაჟები, რომელებიც ასახავდნენ იმ პერიოდის ადამიანების გარეგნულ მხარეს. დარბაზში მყოფთ გასაცნობათ დაურიგდათ პროექტის ბუკლეტები. სპექტაკლის დაწყებამდე პროეტის ხელმძღვანელებმა შესავალი გააკეთეს პროექტის მიზანსა და მიღწეულ შედეგზე და სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს სპექტაკლი.
  შეიქმნა ელექტრონული რესურსი - პროექტის ბლოგი, რომელშიც განთავსდა შესრულებული აქტივობები. პროექტზე მუშაობის ორთვიანი პერიოდს თან ახლდა ხარვეზებიც, მაგალითად ის, რომ მუშაობის მიუხედავად მეტყველებაში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია ყველამ,დროის სიმცირის გამო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული სასწავლო აქტივობით შედეგზე გავედი, რადგან მოსწავლეები თავისუფლად გრძმნობდნენ სცენაზე თავს, არ ჰქონდათ აუდიტორიასთან ურთიერთობის პრობლემა, გათავისებული ჰქონდათ თითოეული პერსონაჟის ხასიათი, მათი სოციალური სტატუსი. მათი გაიღვიძა სამსახიობო ოსტატობის დაუფლების სურვილმა და გაუჩნდათ სურვილი სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებისა.
  პროექტის ხელმძღვანელები დავრწმუნდით, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ბევრად ეფექტურია და მნიშვნელოვანი მოსწავლევებისეებში მრავალმხრივი უნარჩვევების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მიღებული ცოდნა ცხოვრებაშიც გამოიყენონ.
  სსიპ გორის მე-9 საჯარო სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი:  ნათია მაკრახიძე


0 коммент.:

Отправить комментарий