რუსთაველის თეატრის სპექტაკლი “დარისპანის გასაჭირი” რეჟისორ რობერტ სტურუასა და ზაზა პაპუაშვილის ერთობლივი ნამუშევარია. ის დავით კლდიაშვილის ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციაა. მოქმედება 21ე საუკუნის იმერეთში ხდება, მიუხედავად დროის გარემოების ცვლისა როგორც ჩანს გათხოვება-დაოჯახების პრობლემა კვლავაც უცვლელი სახით რჩება . სპექტაკლში მრავალგზის იქნა აღნიშნული, რომ დღევანდელმა ახალგაზრდობამ ოჯახზე გული აიცრუა და სულ არ ფიქრობს ცოლის შერთვას . მინიშნება რატომღაც სცენის ცენტრში მდგარი კომპიუტერისკენ იყო მიმართული, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები რეჟისორს . ჩემის აზრით ამ ფაქტს სხვადასხვა ფაქტორთა ჯაჭვი განაპიობებს და თანამედროვე ტექნიკას არსებითი წვლილი არ მიუძღვის ამ პროცესში რომ ასე ერთბაშად მას გადავაბრალოდ მას ეს პრობლემა.
სცენის დეკორაცია მოდერნისტულად არის გადაწყვეტილი. თქვენ წარმოიდგინეთ და ავტომობილიც კი დგას რომელიც ერთ-ერთ სცენაში მოქმედებაშიც მოდის . ეს რობერტ სტურუას ხელწერაა ის მსგავსი დეტალებით ცდილობს თეატრი მაქსიმალურად აწმყო დროში გადმოიტანოს. რაც ხშირად კრიტიკის მიზეზიც ხდება. რადგან ადამიანებს არასოდეს მოსწონდათ მისივე თანამედროვე გმირების ნახვა სცენაზე. ამ შემთხვევაშირეჟისორებმა შემდეგ მეთოდს მიმართეს, მათ სამეტყველო ენად აწმყო დროის სასაუბრო ენა შეარჩიეს მათ შორის სლენგებით და გინებებითაც კი გაჯერებული, ხოლო კოსტუმები შედარებით ძველი რაც ამ ფაქტს შედარებით აფერმკრთალებს და ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამ თუნდაც აკადემიური თეატრის სცენიდან მოსმენილ გინებას.
ასევე რეჟისორები ცდილობენ მაყურებელთა ემოციებზე არა მარტო დადებითი კუთხიდან მოახდინონ გავლენა არამედ თუნდაც მათში ზიზღის გრძნობა გააღვიძონ ,ერთგვარი პერფორმანსი ჩაატარონ რასაც აგერ უკვე მერამდენე სპექტაკლია უადგილო ადგილას მოხვედრილი წინდა ან სულაც მსახიობების მიერ სცენაზე გადმოფურთხებული სასმელი ქმნის.
რაც შეეხება მსახიობებს… გამაოცა ნანა ფაჩუაშვილის გარდასახვის ამხელა უნარმა, თითქმის ნახევარი საათი დამჭირდა იმისთვის რომ მის პერსონაჟში ამომეცნო იგი. ეს ყველაფერი ნამდვილად დიდი გამოცდილებით მიიღწევა ვულოცავ ქალბატონ ნანას დღეს საუკეთესო იყო სპექტაკლში. ასევე მომეწონა ქეთი ხიტირის მიერ შესრულებული კაროჟნას როლი ნამდვილად ერთ ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟია და მსახიობმაც კარგად გაართვა თავი. დათო გოცირიძეს ერთ ერთი მთავარი როლი აქვს სპექტაკლში ის ანსახიერებს რჩეული სასიძოს როლს. რომელიც ყველა ქართულ თვისებას ფლობს “მორწმუნეა” მიტინგებზე სიტყვთაც გამოდის და საკმარისად გაიძვერაა იმისთვის რომ ამ აურზაურის პერიოდში რაც ტრადიციულ იმერულ მასპინძლობის და მითუმეტეს გარიგების დროს ხდება მაქსიმალურად მიიღოს სარგებელი და ბოლოს გამოტყდეს იმაში რომ უკვე დანიშნულია. მან დღეს განსაკუთრებით მოინდომა ერთ ერთი არიის შესრულება რისთვისაც აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. და ბოლოს ზაზა პაპუაშვილი ეს მსახიობი როგორც ყველა სხვა სპექტაკლში შეუდარებელია მაგრამ ხშირად ძნელია მის მიერ შესრულებული როლები გაარჩიო ერთმანეთისგან .
სტურუა პაპუაშვილის სპექტაკლი ნამდვილად ძალიან საინტერესო რიმეიქია დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირის” ის ახალი თამამი სიტყვაა რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია თავის დროზე თეატრალურ საზოგადოებაში. პირადად ჩემთვის სპექტაკლის ეს ფორმა აბსოლიტურად მისაღებია მომწონს ეს სითამამე სხვაგვარად შეუძლებელია ხელოვნება განვითარდეს და არ გაიყინოს ერთ ადგილას.
0 коммент.:
Отправить комментарий