FF FF პროექტის გეგმა ~ დარისპანის გასაჭირი

პროექტის გეგმა


,,დარისპანის გასაჭირი“-პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი და გვარი:  ხათუნა ჯავახიშვილი, ნათია მაკრახიძე
რაიონი : გორის რაიონი
სკოლა : სსიპ მე-9 საჯარო სკოლა
ქალაქი : გორი
პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
,,დარისპანის გასაჭირი“ და 21-ე საუკუნე
პროექტის შინაარსი
პიესის უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ საქართველოს ისტორიულსა და სოციალურ ფონს (დავით კლდიაშვილის ეპოქას). წაიკითხავენ პიესას, ნახავენ სპექტაკლს. პიესაში გამოყენებულ თემებსა და საკითხებს მოსწავლეები თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ და შეეცდებიან გადაწყვიტონ საუკუნოვანი პრობლემა. დღესაც უცვლელი რჩება ადამიანთა სოციალური და მენტალური პრობლემები. მათი ღირებულებები კიდევ უფრო მეტად და მძიმედაა გადაფასებული. ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია სულიერად და მატერიალურად.  მოსწავლეები გაიხსენებენ ,,მკითხველის თეატრს“ და მოამზადებენ პიესას ,,მკითხველის თეატრში“ წასაკითხად. გაინაწილებენ ტექსტს, იმუშავებენ ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფებში. გაეცნობიან იმერეთის მცხოვრებთა მეტყველებას, დიალექტური ლექსიკის თავისებურებას, ამოიცნობენ პერსონაჟთა ხასიათსა და ზრახვებს მათსავე მეტყველებაზე დაკვირვებით. ჩასწვდებიან იმას, რომ ადამიანები ზოგჯერ ერთს ფიქრობენ და მეორეს ამბობენ. დაინახავენ, თუ როგორ სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ადამიანმა ,,ნიღბები“ და განწყობა. მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი იკვლევს საზოგადოების საჭიროებებსა და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს.  შექმნიან აფიშას. დაამზადებენ მოსაწვევებს. კლასში წარმოადგენენ ,,მკითხველის თეატრს“ მცირე რეკვიზიტებით. შემდეგ გაიმართება დისკუსია. პიესის გარჩევის შემდეგ მოსწავლეები მოემზადებიან ფართო საზოგადოების წინაშე წარსადგენად. ,,მკითხველის თეატრი“ გადაინაცვლებს სცენაზე სპექტაკლით- ,,დარისპანის გასაჭირი“.


საგანი

ქართული ენა დალიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

დონე/კლასი  

საბაზო/მე-8

აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები

პრობლემის გადაწყვეტა, შეფასება, ანალიზი,  შემოქმედებითი აზროვნება

განხორციელების დროის ჩარჩო

2 კვირა პროექტისთვის, დამატებით 1 კვირა საბოლოო პროექტისთვის, იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო დარჩება კლასში, როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე/კომპლექსურობა და დაესწრება თუ არა პრეზენტაციას აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარუდგინონ. 

პროექტის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
ე.ს.გ. ქართ. VIII.1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
  • ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინი-სპექტაკლის, როლური თამაშების და ა.შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს).
ე.ს.გ. ქართ.VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
  • ამოიცნობს და იყენებს მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს(მაგალითად, თვალსაზრისისა და   არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას,
               ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა.შ.)
ე.ს.გ. ქართ.VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
  • ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
  • აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.)
ე.ს.გ. ქართ. VIII.  5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები, რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს.
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ე.ს.გ. ქართ. VIII. 7.მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
  • მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს.

ს.გVIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოვებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.
·         გადმოსცემს გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს, შთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში;
·         იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისთვის;
·         იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს ხასიათის გადმოსაცემად;
ს.გVIII.5 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაოები
·         კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·         განსაზღვრავს იმ მოქმედებებს , რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
·         კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს;
ს.გVIII.6 მოსწავლეს სეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
·         მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
·         ანაწილებს გუნდში სამუშაოს /ფუნქციებს/ მოვალეობებს;
·         ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს ( პოტენციალს);
·         ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში;
·         ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას;
ს.გVIII. 9 მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·         განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
·         აწყობს გამოფენას;
·         მონაწილეობს სპექტაკლის დადგმაში;
·         აწყობს შეხვედრებს ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან; 
      ს.გVIII. 13 მოსწავლე იკვლევს , რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
·         მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან ან მის კონკრეტულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით და მსჯელობს, რა გავლენა იქონია საზოგადოების ცხოვრებაზე;


მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ
  • შექმნან ,,მკითხველის თეატრი“ ,,დარისპანის გასაჭირის“ მიხედვით და შემდეგ სცენაზე გადაიტანონ;
  • დაახასიათონ საქართველოს ისტორიული და სოციალური ყოფა ნაწარმოების მიხედვით;
  • გააანალიზონ პერსონაჟთა შორის ურთიერთდამოკიდებულება და ამ ურთიეთდამოკიდებულების გავლენა სიუჟეტზე;
  • გააანალიზონ პიესაში გამოხატული მოქმედებები, თემები და სოციალური პრობლემები იმ საკითხების განსასაზღვრად, რომელიც დღესაც აქტუალურია;
  • გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი  შეკითხვები
როგორ გვეხმარება ლიტერატურა და ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

თემატური შეკითხვები
·         მართავს თუ არა სტატუსი ადამიანის ცხოვრებას (ბედს)?
·         როგორ ესაუბრება დავით კლდიაშვილი 21-ე საუკუნეს?

შინაარსობრივი შეკითხვები
·         რას ნიშნავს ტრაგიკომიკური ეფექტი და როგორ იყენებს მას დავით კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირში“მკითხველისთვის დამაჯერებელი და ძლიერი შეტყობინების გადასაცემად?
·         ,,დარისპანის გასაჭირის“  რომელი თემები და პრობლემებია დღესაც კი აქტუალური?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე
და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ



გამოკითხვა




კითხვის ასპექტის
დავალებების ჟურნალი

გამოკითხვა

კითხვის ასპექტის
დავალებების ჟურნალი


სამოქმედო გეგმა

თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა



პრეზენტაცია

ქულობრივი შეფასების გზამკვლევი



კითხვის ასპექტის
დავალებების ჟურნალი

გააზრება



შეფასების შეჯამება

პროექტის განმავლობაში მასწავლებელმა გამოიყენოს გამოკითხვა მოსწავლეების მიერ სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი კითხვებისა და პიესასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად. განსაზღვროს მოსწავლეების საბაზისო ცოდნა და დაეხმაროს მათ, გაიხსენონ, რა იციან დავით კლდიაშვილისა და  ,,დარისპანის გასაჭირის“ პერსონაჟების შესახებ. პერიოდულად განიხილოს, რამდენად კარგად შეისწავლეს პერსონაჟთა ხასიათი მათსავე მეტყველებაზე დაკვირვებით, მონოლოგებისა და დიალოგების მეშვეობით და განსაზღვრეს (წარმოიდეგინეს) მათი  ყოფითი გარემო, მოქმედების ადგილი. ამისთვის გამოიყენოს ვენის დიაგრამა. მოსწავლეებს სთხოვოს, გამოიყენონ სამოქმედო გეგმა,  რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეუძლია, გამოიყენოს მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც. პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა ასევე უნდა გამოიყენონ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გამართონ მასწავლებლისა და თანაკლასელთა კონფერენციები უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს სთხოვოს,  თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ ერთმანეთის შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება. საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოიყენოს პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი და
შესწორებები შეიტანოს ჯგუფებისთვის დაწერილ ქულებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით. შეაფასოს მოსწავლეთა მონაწილეობა საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: როგორ გვეხმარება ლიტერატურა და ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?


·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
·         შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·         ტექნიკური უნარ-ჩვევები

სასწავლო პროცედურები

წლის დასაწყისი
გავმართოთ დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ ვლინდება ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშებში საქართველოს სხვადასხვა კუთხე, როგორ „აცოცხლებს“  ძველი ეპოქის პერსონაჟებს ნაწარმოები? რომელ პერსონაჟებთან დაინახავენ საკუთარი თავის მსგავსებას მოსწავლეები? რა როლს ასრულებს ამბის თხრობა ჩვენს ცხოვრებაში?  შემდეგ წარადგინონ ზოგადი კითხვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი:  როგორ გვეხმარება ლიტერატურა და ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? ისაუბრონ იმის შესახებ, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში შესწავლილი პროექტები როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პასუხი გასცენ მთავარ კითხვას. 
ვიმუშაოთ მთელ კლასთან ერთად, ან ჯგუფებად დავყოთ მოსწავლეები და ვთხოვოთ, შეავსონ ვენის დიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავებაა კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას შორის. გავმართოთ დისკუსია მთელ კლასთან ერთად და განვიხილოთ კლასიკური ლიტერატურის ღირებულება, იკითხეთ თუ რატომ კითხულობენ კლასიკურ ლიტერატურას მოსწავლეები. რამ განაპირობა ,,დარისპანის გასაჭირის“ პოპულარობა და ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე. როგორ ვლინდება მთავარი თემები და პრობლემები სპექტაკლის წარმოდგენისას.
,,დარისპანის გასაჭირი“ -პიესის წაკითხვა, სპექტაკლის ნახვა
მთელ კლასთან ვიმუშაოთ, წავიკითხოთ ნაწარმოები, ვაჩვენოთ სპექტაკლი, დავაკვირდეთ პერსონაჟების მეტყველებას, მათ ქცევას, რაც მოსწავლეებს დაეხმარება იმდროინდელი საქართველოს უკეთ გაცნობაში, რათა მიმართულება მივცეთ მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გამოვავლინოთ მათი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          დამოკიდებულება და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორი წარმოდგენები. განვაგრძოთ დისკუსია და განვიხილოთ, თუ როგორ ხედავენ მოსწავლეები ძველი ეპოქის გავლენას თანამედროვე ხელოვნებასა და ლიტერატურაზე. ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ მათ უნდა მოამზადონ პროექტი, რომელშიც თანამედროვე პრობლემებისა და რეალური გადაწყვეტილებების განსახილველად გამოიყენებენ პიესაში არსებულ თემებსა და საკითხებს.
გავაცნოთ მოსწავლეებს კითხვის ასპექტის დავალებების დღიური, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი დავალების პასუხებისთვის;
სანამ მოსწავლეები პიესის კითხვას დაიწყებენ, გავაცნოთ მათ იმერული დიალექტის გაგების სტრატეგია. გავანაწილოთ მოსწავლეებზე პიესის ნაწილები აქტების მიხედვით, ხმამაღალი წაკითხვის აქტივობისთვის. პროექტის განმავლობაში მოსწავლეების ჩართულობისა და სწავლის სხვადასხვა სტილის განხილვისათვის ვცვალოთ პიესაზე მოსწავლეთა მუშაობის მეთოდები: მთელ კლასთან ერთად, ან მცირე ჯგუფებში ხმამაღლა კითხვა, ინდივიდუალური კითხვა ჩუმად, აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გაკეთება.
პიესის კითხვის დროს ავუხსნათ მოსწავლეებს ლიტერატურული ტერმინები, დიალოგი და მონოლოგი. სთხოვეთ მათ, ჩაიწერონ ამ ტერმინების მაგალითები დავალების ჟურნალებში და განიხილოთ ისინი დიდ და მცირე ჯგუფებში. პიესის შესახებ დისკუსიის წამოწყებისთვის შეიძლება გამოგადგეთ შემდეგი კითხვები:
  • როგორ გვეხმარება დიალოგები და მონოლოგები პერსონაჟთა ხასიათის, განწყობისა და ზრახვების ამოცნობაში?
  • რა გავლენას ახდენს ხატოვნება და მეტაფორული ენა პერსონაჟების ჩანაფიქრისა და განზრახვების ანალიზზე?
  • როგორ აძლიერებს ეპიზოდის განწყობას ხატოვანება?
  • რა გავლენას ახდენს ხატოვანება ეპიზოდის მიმართ ჩვენს რეაგირებაზე?
  • როგორ ხედავთ მე-19 საუკუნის საქართველოს?
პიესის შესწავლისას პერიოდულად ვთხოვოთ მოსწავლეებს განიხილონ მთავარი კითხვა: როგორ გვეხმარება ლიტერატურდა ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში? თავიანთ დღიურებში და დიდ და მცირე ჯგუფებში, რამდენადაც ეს ,,დარისპანის გასაჭირის“ მათეულ ინტერპრეტაციასთან არის დაკავშირებული.
როდესაც მოსწავლეები პიესის კითხვას დაასრულებენ, შევამოწმოთ, რამდენად ღრმად გაიაზრეს ნაწარმოები. ვკითხოთ მათ, რა არის ბედი.  საკითხი შემდეგნაირად დავსვათ: გჯერათ ბედის არსებობის? განიხილეთ ბედი, როგორც ეს დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით მოიაზრება. ჰკითხეთ მოსწავლეებს პიესაში რომელ ეპიზოდში ჩანს ბედის როლი პერსონაჟების ცხოვრებაში.
დაასახელონ მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ან კინოფილმებიდან.
შეამოწმეთ რამდენად ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა პიესა. ამისათვის მათ საკლასო დავალებად მივცეთ ესეს დაწერა წიგნის გამოყენებით. ესეში მათ უნდა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები პიესასთან დაკავშირებით და თავიანთი ცოდნა პიესის პერსონაჟების, სიუჟეტისა და თემების შესახებ უნდა დააკავშირონ საკუთარ ცხოვრებასთან. გამოხატონ, რა დამოკიდებულება გაუჩნდათ ადამიანების მცდელობაზე, თავი იმაზე უკეთესად წარმოაჩინონ, ვიდრე სინამდვილეში არიან. თხზულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი კითხვაც: როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
მოაწყონ გამოფენა. გამოფენისთვის  მათ უნდა მოიძიონ ვიზუალური მასალა, რომელშიც ასახული იქნება იმ პერიოდის საქართველო.
საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად ჩავატაროთ გონებრივი იერიში პიესაში არსებული იმ სოციალური საკითხების შესახებ, რომელიც დღესაც აქტუალურია.


საბოლოო პროექტი
განვიხილოთ გონებრივი იერიშის მეთოდით დასახელებული სოციალური პრობლემები და მოსწავლეებს ვთხოვოთ, დაუკავშირონ დღევანდელ საზოგადოებას.
დაწვრილებით განვიხილოთ საბოლოო პროექტი, სადაც მოსწავლეებმა თანამედროვე ცხოვრებაში უნდა გადმოიტანონ ნაწარმოებში არსებული თემები და საკითხები. მოსწავლეებს ავუხსენათ, რომ კვლევის შედეგები და პრობლემების გადაჭრის გზები აუდიტორიას უნდა წარუდგინონ  და უნდა შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს დაადასტურებს, მაგალითად,  პრეზენტაცია, ბროშურა,
დავყოთ მოსწავლეები ჯგუფებად და ვთხოვოთ მათ ჩაატარონ გონებრივი იერიში პროექტის საკითხების, ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ. განიხილონ სამოქმედო გეგმის კომპონენტები და შექმნან სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროექტზე მუშაობისას იხელმძღვანელებენ. მოსწავლეებს ავუხსნათ რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება დადებითი შედეგის მიღწევაში -  სკოლაში, საზოგადოებაში ან ზოგადად, ცხოვრებაში.
კვლევის ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვოთ თვალი მიადევნონ რესურსებს  და განსაზღვრონ მოქმედების კურსი. ზოგიერთ მათგანს შეიძლება დასჭირდეს კვლევის ფორმა, რომელიც მათ სამუშაოს ორგანიზებაში დაეხმარება. პროექტის დასაწყისში დავარიგოთ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რათა მოსწავლეებმა შეძლონ თვითშეფასების განხორციელება თავიანთი მოსაზრებებისა და შესაბამისი პროდუქტების წარდგენის შემდეგ.
ვუჩვენოთ მოსწავლეებს პროექტის მაგალითი, რათა მათ წარმოდგენა შეექმნათ პროექტის შინაარსზე, მაგრამ მაგალითების წარდგენაზე ძალიან დიდ დროს ნუ დავხარჯავთ.
პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შევხვდეთ თითოეულ ჯგუფს და განვიხილოთ მათი სამოქმედო გეგმა, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ. როცა ყველა ჯგუფს შევხვდებით ინდივიდუალურად, ვთხოვოთ მათ ერთმანეთსაც შეხვდნენ უკუკავშირის მისაღებად.
მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი წარდგება შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გავმართოთ საკლასო სხდომა - ან საღამოს შეკრება, რომელსაც მშობლები და სკოლის დირექცია დაესწრებიან. შეხვედრაზე განვიხილოთ მოსწავლეთა მიერ მიღებული გამოცდილება, მათი პრეზენტაციები. გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები. პროექტთან დაკავშირებული დისკუსია დავასრულოთ მოსწავლეების ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ: როგორ გვეხმარება ხელოვნება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?

დიფერენცირებული სწავლება


სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები
·         დავურიგოთ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ფოტოები
·         დავურიგოთ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს.
·         ნება დავრთოთ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.







მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები
·         ყურადღება მივაქციოთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
·         წავახალისოთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. 


პროექტისთვის საჭირო მასალები და რესურსები
ტექნოლოგიები ტექნიკური უზრუნველყოფა  (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ)            

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო  
 ვიდეოკამერა
 ვიდეოსაკონფერენციო აღჭურვილობა
 სხვა      
ტექნოლოგიები პროგრამული უზრუნველყოფა  (მონიშნეთ ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ)            
 მონაცემთა ბაზა/ ცხრილი
 სამუშაო მაგიდის დასაკაბადონებელი
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია დისკზე
 გამოსახულების დამუშავების პროგრამა
 ინტერნეტ ვებბრაუზერი
 მულტიმედია
 ვებგვერდის განვითარება
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ნაბეჭდი მასალები
,,დარისპანის გასაჭირის“ ტექსტი. სასურველია, ტექსტს ახლდეს ქვემოთ ჩამოტანილი კომენტარები, რომლებშიც განმარტებული იქნება დიალექტური ფორმები. მწერლების პიესები და პროზაული ნაწარმოებები, რომლებშიც იგივე პრობლემა იქნება წამოჭრილი, ქართველი მხატვრების იმდროინდელი საქართველოს ამსახველი ნამუშევრები. ფოტომასალა კოსტიუმების, დიზაინისა და დეკორაციების ამსახველი სიუჟეტით 







0 коммент.: