FF FF ინტეგრირებული გაკვეთილი ~ დარისპანის გასაჭირი

ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის თემა:
,,დარისპანის გასაჭირი" - მკითხველის თეატრი

სწავლების საფეხური/დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
VIII კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მოსწავლეთა რაოდენობა:
26 მოსწავლე

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგი:
·         მოსწავლემ  წაიკითხოს,,დარისპანის გასაჭირი“. გაიაზროს მასში ასახული პრობლემა.  გააანალიზოს თითოეული პერსონაჟის ხასიათი, მათი ღირებულებები.სულიერი  მდგომარეობა.
·         გაეცნობიან იმერეთის მცხოვრებთა მეტყველებას, დიალექტური ლექსიკის თავისებურებას, ამოიცნობენ პერსონაჟთა ხასიათსა და ზრახვებს მათსავე მეტყველებაზე დაკვირვებით. ჩასწვდებიან იმას, რომ ადამიანები ზოგჯერ ერთს ფიქრობენ და მეორეს ამბობენ.
·          დაინახავენ, თუ როგორ სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ადამიანმა ,,ნიღბები“ და განწყობა.
·         კლასში წარმოადგენენ ,,მკითხველის თეატრს“ მცირე რეკვიზიტებით. შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორები:
ეროვნული სასწავლო გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში:

შემოქმედებითობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
 ქართ. VIII.1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
  • ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინი-სპექტაკლის, როლური თამაშების და ა.შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს).
 ქართ.VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
  • ამოიცნობს და იყენებს მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს(მაგალითად, თვალსაზრისისა და   არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას,
               ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა.შ.)
 ქართ.VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
  • ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
  • აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.)
 ქართ. VIII.  5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები, რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს.
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
 ქართ. VIII. 7.მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
  • მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს.

ეროვნული სასწავლო გეგმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში:
ს.გVIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოვებს მათი ასახვის გზებს ნამუშევარში.
·         გადმოსცემს გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს, შთაბეჭდილებებს და იდეებს ნამუშევარში;
·         იყენებს სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისთვის;
·         იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს ხასიათის გადმოსაცემად;


ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმ და  შეასრულ  სხვადასხვა სახის სამუშაო.
       შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·           განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
ს.გVIII.6 მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
·         მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
·         ანაწილებს გუნდში სამუშაოს /ფუნქციებს/ მოვალეობებს;
·         ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს ( პოტენციალს);
·         ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში;
·         ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას;

ს.გ.VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
·           აწყობს გამოფენას (თავად შეარჩევს ნამუშევრებს, აწყობს ექსპოზიციას);
·           მონაწილეობს სპექტაკლის დაგეგმვაში;
ს.გ.VIII.13.     მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების  ცხოვრებაში.
·           მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან ან მის კონკრეტულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით და მსჯელობს, რა გავლენა იქონია საზოგადოების ცხოვრებაზე.

თანმიმდევრობა: აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ
·         ,,დარისპანის გასაჭირი“ დარისპანის მონოლოგის მოსმენა
·         მკითხველის თეატრი
·         პერსონაჟების დახასიათება სტრატეგია ბრილიანტით
·         დისკუსია

შეფასება:
ჯგუფური, ინდივიდუალური

თანმიმდევრობა:
აქტივობა 1 - მასწავლებელი აჩვენებს და ასმენინებს მოსწავლეებს  დარისპანის მონოლოგს slide shous სახით ( 5წთ)
აქტივობა 2 - მოსწავლეები წარმოადგენენ ,, მკითხველის თეატრს“ (25წთ)
აქტივობა 3 - სტრატეგია ბრილიანტის საშუალებით მოსწალეები დაახასიათებენ პიესის პერსონაჟებს  (5წთ)
აქტივობა 4 - მასწავლებელი დასვამს სადისკუსიო  კითხვებს
1)       რატომ შეიქმნა ,,დარისპანის გასაჭირი“?
2)       რისი თქმა სურდა ავტორს?
3)       რამ განაპირობა ,,დარისპანის გასაჭირის“ ასეთი პოპულარობა და ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე? (10წ)

შეფასება:
·         მოსწავლის შეფასება ხდება იმის მიხედვით , თუ რამდენად
·         შეძლია ჩაწვდეს პიესაში ასახულ პრობლემას
·         რამდენად შეულია იმეტყველოს პერსონაჟების ენით
·         რამდენად აქტიურად იღებს მონაწილეობას მსჯელობაში და რამდენადარის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
·         როგორ ქმნის მკითხველის თეატრის აფიშას და მოსაწვევებს

რესურსები:
პროექტორი, საკითხავი მასალა პიესის სახით, მკითხველის თეატრის აფიშა, მოსაწვევები,მარკერი, დაფა,ფერადი ფურცლები

0 коммент.:

Отправить комментарий